ჩემი პროექტის პორტფოლიო "სისუფთავე ჩვენ ირგვლივ"
Wednesday, June 18, 2014
Tuesday, June 17, 2014
მერვე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი
მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
გავეცანით დიფერენცირებული სწავლების 3 ტიპი: 1. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები. 2. არაქართულენოვანი მოსწავლეები. 3. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები.
ჩვენმა ჯგუფმა მოვარგეთ სავარჯიშო არაქართულენოვან მოსწავლეებს.
მოსწავლეების მხარდასაჭერად შევადგინეთ ელექტრონული სავარჯიშო.
შევიტანეთ ცვლილებები პროექტის შაბლონში დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებით.
გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს და შევქმენი ელექტრონული რესურსი ფასილიტაციის ფორმებზე.
Monday, June 16, 2014
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით- გონებრივი იერიში,რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აზრების გენერირებაში,თანასწორთა უკუკავშირი,რომელიც ეხმარება მოსწავლეებსგაითავისონ სესრულებული სამუშაოს ხარისხი მათი თანატოლების სამუშაოს შეფასებით,ვიდეო და ფოტო ჟურნალი,ეს ჯურნალები მოსწავლეებს პროგრესის,რეფლექსიების და უნარის განვითარების ვიზუალურ დოკუმენტს წარმოადგენს.ვისწავლეთ ტრენერის ბლოგზე გადასვლა და იქიდან ჩვენი კოლეგების ბლოგებსაც გავეცანით.,სადაც შევაფასეთ კოლეგების მიერ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რამდენიმე კრიტერიუმით.სასწავლო პროექტის შაბლონში შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
Saturday, June 14, 2014
მეექვსე დღე
ვილვერში შევედით მეოთხე მოდულში,სადაც გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნას,გავიგეთ რომ სავარაუდო ნაშრომის შექმნა შეიძლება,როგორც პროექტის დასაწყისში,ისე მისი მსვლელობისას.ვისწავლეთ მოსწავლის შესაძლებლობების გათვალისწინებით სავარაუდო ნაშრომის შექმნა.ამის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და თვითშეფასების ჩეკლისტი.
Saturday, June 7, 2014
მეხუთე დღე
ვიმუშავეთ პოინტში და გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,გავეცანით მესამე მოდულს,რომლითაც ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური მოდელირება და სწავლება,რაშიც გავეცანით ლეგიტიმაციის უფლებებზე მითითებებს.ვისწავლეთ ინტერნეტრესურსების მოძიება.ვიულვერმა მასწავლა რომ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ საძიებელი სიტყვა,ზუსტი ინფორმაციის მისაღებად.შევქმენით მარტივი შაბლონი გამოყენებული ლიტერატურისათვის,შევინახეთ საავტორო უფლების ფოლდერში.ეს მომეხმარება ინტერნეტში მოძიებული მასალის საავტორო უფლებების დაცვაში.გავეცანით ბუკმარკის გამოყენებას სასურველი საიტის დამახსოვრებისათვის.
Sunday, June 1, 2014
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით-გავეცანით შეფასების მეთოდებსა და მიზნებს,ინსტრუმენტებს თვითრეგულირება და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელ სტრატეგიებს,პროგრესის მონიტორინგის შესაფასებელ სტრატეგიებს,გაგებისა და უნარების დემონსტრირების შესაფასებელ სტრატეგიებს და ამის მიხედვით შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
Subscribe to:
Posts (Atom)